ექიმი აამირ ხანი

Dr. Aamir Khan
პროექტის ხელმძღვანელი
  • Interactive Research and Development

აამირ ხანი ეპიდემიოლოგი და სოციალური მეწარმე, ყარაჩაში, პაკისტანსა და დუბაიში, არაბთა გაერთიანებული ემირატები. სამედიცინო განათლება მიიღო აღა ხანის უნივერსიტეტში ყარაჩაში, ის გახდა დოქტორი საერთაშორისო ჯანდაცვის საკითხებში ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში.

2000 წელს ბ-ნა ამირმა დააფუძნა ინტერაქტიული კვლევა და განვითარება (IRD), ეს არის   სოციალური წარმოება, რომლის მიზანია მსოფლიო ჯანდაცვისა და მისი განვითარების  გაუმჯობესება ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით. IRD-ს ჰყავს სამედიცინო სერვისების განმახორციელებელი გუნდი, რომლის ოფისები ფუნქციონირებს  ყარაჩაში, დუბაიში, იოჰანესბურგში, დაკას და ჯაკარტაში. აღნიშნული ოფისების მხარდაჭერით ხდება პროგრამების განხორციელება 17 ქვეყანაში. IRD არის ყარაჩაში ინდუსის საავადმყოფოს, იოჰანესბურგის აურუმის ინსტიტუტის და ჯანდაცვის გლობალური სერვისების მიწოდების  ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მთავარი პარტნიორი იმპლემენტაციის საკითხებში.

ამჟამად, ის მუშაობს სოციალური ბიზნესის მოდელების გამოცდაზე, რაც უკავშირდება   ფილტვის დაავადებებისა და დიაბეტის მკურნალობას ბანგლადეშში, ინდონეზიასა და პაკისტანში, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის მასშტაბის განსაზღვრაზე გარკვეული პირობებით ფულადი გადარიცხვების გამოყენებით პაკისტანში, სამხრეთ ამერიკასა და ეთიოპიაში;  ტუბერკულოზის/აივ ინფექციის სკრინინგისა და მკურნალობის პროგრამების იმპლემენტაციაზე წიაღისეულის მოპოვების საქმეში მომუშავე მოსახლეობისთვის სამხრეთ აფრიკაში და უფასო ქირურგიული მკურნალობის მდგრადი მოდელების შემუშავებაზე პაკისტანში.  

ძირითადი საქმიანობის გარდა, ბ-ნი ამირი მონაწილეობდა  პაკისტანისთვის 173 მილიონიანი აშშ დოლარის ღირებულების გლობალური ფონდის მე-9 რაუნდის განაცხადის გეგმის შემუშავებაში, რომელიც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის  გაფართოებას უკავშირდება პაკისტანში; და ჩართული იყო მისი იმპლემენტაციის პროცესში    სინდისა და ბალუჩისტანის პროვინციებში ინდუსის  საავადმყოფოს ტუბერკულოზის პროგრამის მეშვეობით.  აამირ ხანი არის endTB პროექტის ხელმძღვანელი გუნდის წევრი, ეს პროექტი წარმოადგენს 60 მილიონიანი აშშ დოლარის ღირებულების გრანტს უნიტეიდისგან, რომელიც ემსახურება ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების დანერგვას ზემდგრადი ტუბერკულოზის მქონე და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გართულებული  ფორმებით დაავადებული პაციენტების მკურნალობის რეჟიმში, ასევე ის არის ტუბერკულოზის გამოწვევის გუნდის წევრი, ეს არის USAID-ის მიერ დაფინანსებული ხუთ-წლიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურად. 

ის ამაყობს, რომ წარმოადგენს ორი წამყვანი ღია წყაროების  პროგრამული უზრუნველყოფის კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრს, ესენია; OpenMRS  სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა,  და OpenSRP სმარტ-რეგისტრატორი წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომპლექსური სამედიცინო სერვისების მიწოდებას.  

PIH MSF MSF UNITAID