ექიმი მაიკლ რიჩი

Dr. Michael Rich
პროექტის ხელმძღვანელი და კლინიკური კვლევის თანამკვლევარი
  • Partners In Health

მაიკლ რიჩი, მაგისტრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, არის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ექიმი და წამყვანი ექსპერტი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) დარგში. 

ბ-ნი რიჩს 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის პროგრამებში და ის არის ჯანმო-ს მიერ გამოცემული რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის შესახებ მრავალი გაიდლაინის მთავარი ავტორი (2006 და 2008 წლებში), ასევე  2015 წლის ჯანმო-ს სახელძღვანელოს ავტორი რეზისტენტული ტუბერკულოზის საკითხზე სათაურით „სახელმძღვანელო ჯანმო-ს გაიდლაინებისთვის რეზისტენტული ტუბერკულოზის პროგრამულ მართვასთან დაკავშირებით“  (WHO/HTM/TB/2014.11).  

2005-2009 წლებში ექიმი რიჩი მუშაობდა რუანდაში „პარტნიორები ჯანმრთელობისთვის“ (PIH) დირექტორის პოზიციაზე, სადაც ის უძღვებოდა რეგიონალურ დონეზე ჯანდაცვის გაძლიერების კომპლექსურ პროექტს რუანდას  სამი რაიონის სოფლებში. 2013 წელს ბ-ნა რიჩმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „პივოტი“ თანადაფინანსების საფუძველზე, რომელიც მუშაობს მადაგასკარის სოფლებში და აწვდის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ორიენტირებულ  სერვისებს, რომლებიც შემუშავდა „პარტნიორები ჯანმრთელობის“ (PIH) თემზე-დაფუძნებული საქმიანობების საფუძველზე.   ამჯამად, ექიმი რიჩი არის „პივოტის“ უფროსი სამედიცინო ოფიცერი და მას აქტიური წვლილი შეაქვს ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებაში და ხელმძღვანელობს კლინიკური და საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის  განვითარების საკითხებს.  

ექიმმა რიჩმა მიიღო სამედიცინო განათლება მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში და გახდა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრი. ამჟამად, ის არის ბრიგამში Global Health Equity-ის დეპარტამენტისა და ქალთა საავადმყოფოს (Women’s Hospital) ექიმი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის  გლობალური ჯანდაცვისა და სოციალური მედიცინის დოცენტი.    

PIH MSF MSF UNITAID