ექიმი ფრანსის ვარენი

Dr. Francis Varaine
პროექტის ხელმძღვანელი და კლინიკური კვლევის მთავარი მკლევარი
  • Médecins Sans Frontières

ბ-ნმა ფრანსის ვარენმა ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) მუშობა დაიწყო 30 წლის წინ და ამჟამად, ის არის MSF-ის ტუბერკულოზის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი და რეზისტენტული ტუბერკულოზის სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო ტექნიკური კომიტეტების მუშაობაში; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა ჯგუფი სტრატეგიულ და ტექნიკურ საკითხებზე (2013 წლიდან); ჯანმო-ს ექსერტთა ჯგუფი  Xpert MTB/RIF გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით (2013); ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში ბედაქილინის გამოყენების თაობაზე (2013).

ბ-ნი ვარენი იყო მწვანე შუქის კომიტეტის წევრი მისი შექმნის დღიდან, 1999 წლიდან 2002 წლმდე (როგორც ალტერნატივა) და ისევ 2007 წლიდან 2011 წლის ბოლომდე. ის ჩართული იყო რეზისტენტული ტუბერკულოზის პროგრამულ მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გაიდლაინებისა და სახელძღვანელოების შექმნის პროცესში და მუშაობდა გაიდლაინებზე მომუშავე რამდენიმე კომიტეტში ჯანმო-ს რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინების შემუშავების კომიტეტის ჩათვლით  (2007, 2008 და 2011).  

ბ-მა ვარენმა წარმოდგინა ტუბერკულოზის შესახებ პრეზენტაციები და განათავსა  სამეცნიერო პოსტერები 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე. მას მიიღო დოქტორის ხარისხი  გრენობლის უნივერსიტეტში.

PIH MSF MSF UNITAID