endTB პროგრამა სომხეთის რესპუბლიკაში

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ექიმები საზღვრების გარეშე

საიტი: ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული ცენტრი, აბოვიანი (ერევანი) და სხვადასხვა ტუბ. დაწესებულებები, რომელიც ფუნქციონირებს ქვეყნის ტერიტორიაზე

ტუბერკულოზმა ისევ იჩნა თავი სომხეთში 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ. მას შემდეგ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში ავადობის სიხშირე 2015 წელს შეადგენდა 41 ტუბერკულოზის ახალ შემთხვევას 100,000 მოსახლეზე (ჯანმო, ტუბერკულოზის გლობალური პროექტი)   

მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ტუბერკულოზი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჯანმო-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი 2015 წელს იყო 11% ახალ შემთხვევებს შორის და 47% წარსულში ნამკურნალევ შემთხვევებს შორის. 

სომხეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ზემდგრადი ტუბერკულოზის გამოწვევას სათანადოდ უპასუხა განახორციელა რა არარეგისტირებული მედიკამენტების, ბედაქილინისა და შემდეგ დელამანიდის გამოყენების პროგრამა მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში (compassionate use program), რამაც საშუალება მისცა პაციენტებს მათი მკურნალობის შედეგები უკეთესი ყოფილიყო. 

PIH MSF MSF UNITAID