endTB პროექტი საქართველოში

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ექიმები საზღვრების გარეშე

საიტი: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საქართველო, ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებები მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე  

საქართველოში ტუბერკულოზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრობლემად მიიჩნევა საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან. სამოქალაქო ომმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1991 წელს  დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, შედეგად მოიტანა ის რომ ქვეყანაში გაჩნდნენ  იძულებით გადაადგილებულ პირები, მოიშალა სამედიცინო სერვისები, მათ შორის გართულდა ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა.   

ჯანმო-ს 2016 წლის ტუბერკულოზის გლობალური ანგარიშის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს  ტუბერკულოზით ავადობის სიხშირე იყო 99 100,000 მოსახლეზე, რაც მოიცავს  40 000 შემთახვევას წელიწადში. მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ტუბერკულოზი წარმოადგეს სერიოზულ პრობლემას ქვეყნისთვის. ჯანმო-ს ბოლო ანგარიშის მიხედვით,  MDR-TB წილი 2015 წელს იყო 12% ტუბერკულოზის ახალ შემთხვევებს შორის და 33% წარსულში ნამკურნალევ შემთხვევებს შორის, რაც ნიშნავს რომ საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში  ერთვება MDR-TB-ის 500-ზე მეტი შემთხვევა ყოველ წელს, ამათგან დაახლოებით 10% არის ზემდგრადი ტუბერკულოზის შემთხვევები. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის შედეგები შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ გამოსავლებთან, წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი ტუბერკულოზის ახალ და რელაფსის შემთხვევებში მედიკამენტისადმი რეზისტენტობის გარეშე 2013 წელს იყო 80% (ჯანმო 2014) და მედიკამენტისადმი რეზისტენტობით დაახლოებით 50%. 2012-2015 კოჰორტაში წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლი (განკურნებისა და დასრულებული მკურნალობის ჯამი) იყო 48% MDR-TB-თვის და 28% XDR-TB-ის შემთხვევაში.

PIH MSF MSF UNITAID