კითხვები და პასუხები

A patient receives MDR-TB treatment at MSF’s Insein Clinic, Yangon, Myanmar. (Yasmin Rabiyan/MSF)

პაციენტი ღებულობს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შესაბამის მკურნალობას ესგ-ის Insein Clinic-ში, იანგონი, მიანმარი (იასმინი რაბიანი/ესგ)

რამდენად დიდია ტუბერკულოზის პრობლემა?

ტუბერკულოზი გახდა არა მხოლოდ მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება მსოფლიოში- 2015 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1.4 მილიონი ადამიანი, ჩვენ აგრეთვე ვხვდებით უძლური წინ აღვუდგეთ დაავადების რეზისტენტულ ფორმებს.  

მიუხედავად იმისა რომ ტუბერკულოზის მკურნალობა ეფექტურია, რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.  

ქვემოთ მოცემული კითხვები და პასუხები ნათელს მოჰფენს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სირთულეებს:

რა არის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი და რატომ წარმოადგენს ის პრობლემას?

ტუბერკულოზის ჩვეულებრივი ფორმის მკურნალობა მოითხოვს ექვს-თვიანი მკურნალობის რეჟიმს, რომელიც შედგება ოთხი ძირითადი ანტიბიოტიკისაგან.  

მაგრამ, უფრო ხშირია შემთხვევები, როცა სტანდარტული მკურნალობის რეჟიმი არ არის ეფექტური რეზისტენტული ტუბერკულოზის წინააღმდეგ.   

მედიკამენტისადმი რეზისტენტობის დონის მიხედვით, არსებობს ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმები:

  • რეზისტენტული ტუბერკულოზი (DR-TB)
  • მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB)
  • ზემდგრადი ტუბერკულოზი (XDR-TB)

endTB პროექტი  ორიენტირებულია მულტირეზისტენტული  და ზემდგრადი ტუბერკულოზის ფორმებზე – იხილეთ ბმული here.

ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემა მზარდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ყოველ წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) 580,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოში და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით ინფიცირებული ადამიანი აინფიცირებს დაახლოებით 10-15 ადამიანს ყოველ წლიურად.

არის  თუ არა რეგულარული ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების გზები ერთნაირი?

დიახ. ბაქტერია, რომელიც ჰაერში უმცირესი ნაწილაკების სახით არსებობს ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე მაშინ როდესაც ფილტვის ტუბერკულოზით დაინფიცირებული ადამიანი საუბრობს, აცემინებს ან ახველებს, განსაკუთრებით როცა ახველებს. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ამ ბაქტერიის ჩასუნტქვის შემთხვევაში. აღნიშნულს ხშირად აქვს ადგილი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთან ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის შედეგად.

დაავადების გავრცელების რისკი მკვეთრად მცირდება იმ პაციენტებისთვის, რომელთა მკურნალობის რეჟიმი ეფექტურია.

როგორია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სიმპტომები?

ზოგადი სიმპტომები იგივეა როგორც ჩვეულებრივი ტუბერკულოზის შემთხვევაში. აღნიშნული მოიცავს: წონაში კლებას, ცხელებას, ღამით ოფლიანობას და სისუსტის შეგრძნებას. როდესაც ტუბერკულოზი აზიანებს ფილტვებს, რაც ყველაზე გავრცელებული ფორმაა (ის არის მხოლოდ გადამდები), და ხშირ  შემთხვევაში იწვევს ტკივილს  გულმკერდის არეში და სისხლიან ხველას.

როგორ ხდება მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირება?

ძალიან ხშირად ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა იგივეა, რაც იყოს საუკუნის წინ: ნახველის ნიმუშების გამოკვლევა ხდება მიკროსკოპიულად ტუბერკულოზის ჩხირის გამოსავლენად. ტუბერკულოზის  ყველაზე საიმედო ტესტის შედეგს ორი თვე სჭირდება.

ბევრ ქვეყანაში დიაგნოსტიკა გართულებულია შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიების ნაკლებობის გამო, რაც საჭიროებს ნიმუშების გაგზავნას საზღვარგარეთ. ამ სირთულის გამო დაავადების დიაგნოსტიკა არ ხდება.

Xpert MTB/RIF ეს არის იმედისმომცემი ტექნოლოგია, რომელიც აჩვენებს ბაქტერიის არსებობას ორ საათზე ნაკლებ დროში. ის ადგენს რეზისტენტობას რიფამპიცინის მიმართ, რომელიც არის ტუბერკულოზის სამკურნალო ერთ-ერთი ძირითადი მედიკამენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ხელს უწყობს რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებას.

Xpert MTB/RIF ჯერჯერობით ვერ ხდება ადგილზე დიაგნოსტიკური ტესტი, ვინაიდან საჭიროებს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას და ჰაერის კონდიცირებას. თუმცა, ის ხელს უწყობს რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმას რეგიონალურ დონეზე.

 Xpert-ის მომავალი თაობა ან სხვა სწრაფი მოლეკულური ტესტები შემდგომი დეცენტრალიზაციის და სხვა ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის ტესტირების  საშუალებას უნდა იძლეოდეს.  

Diego,* a patient with TB, receives advice and treatment from Verónica Quispe, a community health worker, and Yecela Rodríguez, a field technician, at the Punchauca Health Center in Carabayllo, Peru. *Name has been changed. (Photo by William Castro Rodríguez / Partners In Health)
Diego/დიეგო,* ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი, ღებულობს რჩევებს და მკურნალობას ვერონიკა კუსპისაგან, რომელიც არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, და იეცელა როდრიგესისგან საველე ტექნიკოსი, Punchauca-ს სამედიცინო ცენტრში კარაბაიილოში, პერუ.
*სახელი შეცვლილია. (ფოტო გადაღებულია უილიამ კასტრო როდრიგესის/პარტნიორები ჯანმრთელობისთვის მიერ)

არსებობს თუ არა ჩვეულებრივი ან რეზისტენტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ერთადერთი ხელმისაწვდომი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არის Bacille Calmette-Guérin (BCG) ვაქცინა, რომელიც შეიმუშავეს 1921 წელს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით ის „უზრუნველყოფს დაცვას ბავშვთა ტუბერკულოზის მწვავე ფორმებისაგან,  მაგრამ სრულფასოვნად ვერ იცავს დაავადებისგან ახალშობილობის პერიოდში და არასაიმედოა მოზრდილთა ფილტვის დაავადების შემთხვევაში.  

როგორ ვითარდება რეზისტენტული ტუბერკულოზი?

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს როდესაც:

  • არასათანადო მკურნალობა არის დანიშნული, მაგალითად; როდესაც მედიკამენტების ხარისხი დაბალია, და მათი მიღება რეგულარულად არ ხდება ან არ მიიღება სათანადო ოდენობით, ინტერვალებით ან კომბინაციებით;
  • როდესაც პირი ინფიცირებულია მედიკამენტის მიმართ უკვე რეზისტენტული ტუბერკულოზის ბაქტერიის შტამით.

მედიკამენტების არაეფექტურობის შემთხვევაში, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ დაავადებას?

ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, მსოფლიო არ არის მზად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2015 წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის 580,000 კანდიდატიდან, მხოლოდ 125 000-მა (20%) მიიღო შესაბამისი მკურნალობა.

ხოლო დანარჩენებისთვის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მძიმე გამოცდილება არ მთავრდება მხოლოდ სიმპტომებით, იმიტომ რომ დაავადება არ ემორჩილება ტუბერკულოზის სამკურნალო ყველაზე ეფექტურ მედიკამენტებს, პაციენტები დგებიან იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც სუსტი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს.  

აღნიშნული მკურნალობა

  • შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით ორი წელი;

  • მოითხოვს საინექციო მედიკამენტებით მკურნალობის რვა-თვიან კურსს და 14,600-მდე აბების მიღებას; 

  • ხშირად იწვევს მძიმე ფორმით მიმდინარე გვერდითი ეფექტების განვითარებას, როგორიცაა; კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლა, მწვავე ფსქიოზი, შეუქცევადი სიყრუე და ბევრი სხვა;  

ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები მკურნალობას წყვეტენ მკურნალობის დასრულებამდე

უფრო მეტიც, აღნიშნული მკურნალობის რეჟიმებით იკურნება პაციენტთა დაახლოებით 52%.  

ეს იმას ნიშნავს, რომ MDR-TB შემთხვევათა მხოლოდ 10.4%-ს შეიძლება ჰქონდეს წარმატებული გამოსავალის შანსი.  

ვინაიდან ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები უფრო ტოქსიურია და ნაკლებად ეფექტური და დაავადება ხშირად განიცდის პროგრესირებას იმ დროისთვის, როცა პაციენტები იღებენ სათანადო მკურნალობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი ხშირად იწვევს სიკვდილს.

რის მიმართ არსებობს უფრო ზუსტად რეზისტენტობა მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ტუბერკულოზის შემთხვევაში?

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც გამძლეა სტანდარტული სამკურნალო რეჟიმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიმართ, ესენია; იზონიაზიდი და რიფამპიცინი. ჩვეულებისამებრ, პაციენტებმა უნდა მიიღონ მედიკამენტები 18-24 თვის განმავლობაში ისეთ სამკურნალო რეჟიმებით, რომელიც შეიცავს სულ მცირე  ხუთ მედიკამენტს.    

ზემდგრადი ტუბერკულოზის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს MDR-TB შემთხვევათა 9.5%-ს, მაგრამ შეიძლება გახდეს გაცილებით მეტი და მიაღწიოს 25-30%-ს რიგ ქვეყნებში (როგორიცაა;  ბელარუსი, სადაც endTB პროექტი მუშაობს), ბაქტერია გამძლეა სტანდარტული სამკურნალო რეჟიმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტის და მულტირეზისტენტული სამკურნალო რეჟიმის ასევე ორი ყველაზე არსებითი მედიკამენტის მიმართ. 

აღნიშნული პაციენტები ხშირად მკურნალობენ 24 თვის განმავლობაში სამკურნალო რეჟიმებით, რომელიც შეიცავს სულ მცირე ხუთ მედიკამენტს, უმრავლესი მათგანი არის ძალიან ტოქსიური და საეჭვო ეფექტურობის მქონე. განკურნების გამოსავალი გხვდება ამ პაციენტთან მხოლოდ 28%-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით.

რამდენად დიდი პრობლემაა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი და რომელ ქვეყნებში გვხვდება ყველაზე მეტად?  

ყველა ნიშანი მიუთითებს მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ტუბერკულოზის ტვირთვის ზრდაზე გლობალურად. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი ტუბერკულოზის საერთო შემთხვევათა 4.6%-ს შეადგენს მსოფლიოში, ტუბერკულოზის  გავრცელების მაჩვენებელი კარგად მეტყველებს იმაზე თუ რატომ არის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევის რაოდენობა ყოველწლიურად სულ მცირე ნახევარი მილიონი.  

აფრიკასა და აზიაში შემთხვევათა პროცენტულობა დაბალია. მაგრამ შიდსის ეპიდემია აფრიკაში მილიონობით ადამიანს ხდის ტუბერკულოზისგან განსაკუთრებით დაუცველს.

აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ტუბერკულოზის შემთხვევათა აბსოლუტური რაოდენობა დაბალია, მაგრამ  რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები ძალიან მაღალია.   

The first patient takes the very first dose of Bedaquiline in Almaty, Kazakhstan. (Photo by Yekaterina Sahabutdinova / Partners In Health)
 პირველი პაციენტი იღებს ბედაქილინის პირველდ დოზას არის ალმა-ატაში, ყაზახეთში. (ფოტო გადაღებულია ეკატერინა საჰაბუტდინოვას მიერ/ „პარტნიორები ჯანმრთელობისთვის“)

რატომ ვიყენებთ ჯერ კიდევ ტოქსიურ, არაეფექტურ მედიკამენტებს ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების დროს?

ექსპერტებმა ტუბერკულოზის დარგში მხოლოდ 90-იანი წლებში დაიწყეს რეზისტენტული ტუბერკულოზის მასშტაბების შეფასება. ტუბერკულოზი არ ითვლებოდა ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად 90-იან წლებამდე. შესაბამისად, არ იყო ხელმისაწვდომი მედიკამენტები, რომლებიც გაუმკლავდებოდა დაავადებას.  

თითქმის 50 წლის განმავლობაში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა ან რაიმე წინსვლას ან ნახტომს არ ჰქონია ადგილი ტუბერკულოზის მკურნალობასთან მიმართებაში.  

რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები  ძველია, ტოქსიურია და ხშირად  ახალ-მიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენება სხვა დაავადებების მკურნალობებიდან. მკურნალობა იცვლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, ჩვენი შეფასებით, ოცზე მეტი სხვადასხვა მედიკამენტი გამოიყენება მულტირეზისტენტული ან ზემდგრადი ტუბერკულოზის სამკურნალოდ.   

მკურნალობის რეჟიმებს აქვს ერთი რამ საერთო:

მკურნალობის რეჟიმებს აქვს მხოლოდ ერთი საერთო თვისება: ისინი არ არის ეფექტური ან პაციენტზე  საკმარისად მორგებული, რათა ებრძოლოს დაავადებას.  

როგორია მკურნალობის რეჟიმი?

მკურნალობის რეჟიმი არის მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც ენიშნება პაციენტს დაავადების სამკურნალოდ. ვინაიდან ტუბერკულოზთან დაკავშირებით არასაკმარისი  კვლევებია ჩატარებული და მედიკამენტები განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე, არ არის ნათელი მედიკამენტების რომელი კომბინაციები არის უფრო ეფექტური მოცემული პირის შემთხვევაში.         

endTB პროექტის მიზანია მედიკამენტებთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.    

არის თუ არა რაიმე წინსვლა/გარღვევა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში?

დიახ, არის. ბოლო წლებში ერთ-ერთი იმედის მომცემი წინსვლა/გარღვევა არის ახალი მედიკამენტების გამოჩენა: ბედაქილინი (აწარმოებს „იანსენი“) და დელამანიდი (აწარმოებს ოცუკა).

ეს არის პირველი მედიკამენტები, რომელთა შემუშავება და წარმოება მოხდა 50 წლის მანძილზე. აღნიშნული იძლევა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების სათანადო მკურნალობის იმედს. 

იმედია, ახალი მედიკამენტების მეშვეობით მკურნალობის გამოსავალი უკეთესი იქნება და უკვე ჩატარებული კვლევა მიუთითებს  რომ ისინი ეფექტურია. რიგ განვითარებულ ქვეყანაში ორივე მედიკამენტი ნებადართულია და ბაზარზე გამოჩნდა.

endTB პროექტის ერთ-ერთი მიზანია ამ მედიკამენტების გამოყენების გაფართოება. ამჟამად, პაციენტთა მხოლოდ 2%-ს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამ მედიკამენტებზე და როგორც წესი, ისინი ცხოვრობენ განვითარებულ ქვეყნებში.  

endTB პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიზანია  მკურნალობის რეჟიმების გაუმჯობესება.  მწარმოებლების ყურადღება ფოკუსირებულია მათი მედიკამენტების ბაზარზე გატანაზე. რის ნაკლებობასაც ბაზარი განიცდის არის ის, რომ საჭიროა უფრო მეტი მტკიცებულება  იმის საჩვენებლად თუ რომელი კომბინაციების გამოყენება არის ყველაზე ეფექტური.   

აღნიშნული მედიკამენტების ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ჩვენ არ ვიცით ბაზარზე მათ მიმართ მოთხოვნის მასშტაბი და ასევე მსოფლიოში რამდენმა პაციენტმა შეიძლება მიიღოს სარგებელი ამ მედიკამენტების გამოყენების შედეგად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი და გაუმჯობესებული მკურნალობის რეჟიმებისთვის მტკიცებულებების შექმნა გავლენას მოახდენს ბაზრის მოთხოვნაზე და დაეხმარება იმას რომ ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის.   

endTB პროექტის შესხაებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე  About .

PIH MSF MSF UNITAID