პრეს-ე მუხლის: Atavist
სრული მუხლი
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი წარმოადგენს სერიოზულ მზარდ პრობლემას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, „ექიმები საზღვრების გარეშე“ -ს (MSF) ახალმა ინიციატივამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს მკურნალობის უკეთეს გამოსავალს პაციენტებისთვის მთელ მსოფლიოში
Médecins Sans Frontières (ექიმები საზღვრების გარეშე (ესგ))
ბათუმის გარეუბანში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც პოპულარულია ქართველებში, რუსებში, თურქებსა და ებრაელებში თეიმურაზ აჯიბა ზის და პოზირებს თავისი პორტრეტისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ძველი და დანგრეული ტუბერკულოზის საავადმყოფოს ეზოში. აჯიბა იცინის და სახეზე ეტყობა შემართება. ის ამბობს, რომ თავს გრძნობს უკეთესად, მიუხედავად იმისა რომ მკურნალობა შეუწყვიტეს მანამდე სანამ ტოქსიური მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციები არ აღდგება, თუმცა, ტუბერკულოზი მაინც რჩება მის ერთ-ერთ პრობლემად. ბ-ნ თეიმურაზს აგრეთვე აწუხებს ჰეპატიტი B და C, კანის კიბო და შიდსი.
საქმეს ართულებს ის რომ ბ-ნი თეიმურაზი დაავადებულია რეზისტენტული ტუბერკულოზით: მას სტანდარტული მედიკამენტები ვერ შველის. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, იგივე MDR-TB საჭიროებს აბების მიღებას და ინექციების კეთებას დაახლოებით ორ წლის განმავლობაში. მკურნალობა გაცილებით ნაკლებ ეფექტურია ე.წ. „მეორე რიგის მედიკამენტების“ გამოყენებით, რომლებიც ხშირად იწვევს მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორიცაა სიყრუე, ფსიქოზი, გულისრევის შეგრძნება, თეიმურაზის შემთხვევაში განვითრდა ღვიძლის ტოქსიურობა, რომელიც ამძიმებს მის ჰეპატიტს.
თეიმურაზ აჯიბა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის პაციენტი ბათუმში, ქალაქში შავი ზღვის პირას
აჯიბას შემთხვევა არ არის იშვიათი, როგორც ეს თქვენ შეიძლება წარმოიდგნოთ. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები ხშირად ავადდებიან მეორადი ინფექციით. როგორც წესი, ეს დაავადება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ემართებათ. ხშირ შემთხვევებში დაავადების გავრცელება მაღალია სოციალურად დაუცველ ჯგუფებში.
ტუბერკულოზი ადვილად ვრცელდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ციხე, ღარიბი უბნები ან დევნილთა ბანაკი, სადაც შესაბამისი მკურნალობა იშვიათად არის ხელმისაწვდომი. თავის მხრივ, არაადეკვატური მკურნალობა გულისხმობს რომ მედიკამენტების ხარისხი დაბალია, ან მათი მიღება არ ხდება საჭირო ოდენობით, ინტერვალით ან კომბინაციებით, რაც საშუალებას აძლევს ტუბერკულოზის ბაქტერიას აქტიურად შეუტიოს ადამიანის ორგანიზმს.
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით დაავაადებული ადამიანი ზრდის რისკს იმისა, რომ ეს ფორმა სხვებს გადასდოს. მსოფლიო უნდა გაუმკლავდეს მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზს პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აგრეთვე, პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველ წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამჟამად, ტუბერკულოზი არის წამყვან მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებათა შორის, მან გამოიწვია თითქმის 1.8 მილიონი ადამიანის სიკვდილი გასულ წელს.
ყოველწლიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის 500,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება (ჯანმო)
MSF ახორციელებს თავის საქმიანობებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე ტუბერკულოზის ოთხ საავადმყოფოში საქართველოში, ესენია: თბილი, აბასთუმანი, ბათუმი და ზუგდიდი.
საქართველოში ტუბერკულოზი გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1991 წელს სამოქალაქო ომმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შედეგად მოიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ოდენობა და სამედიცინო სერვისების მოშლა. ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი გახდა ძალიან რთულად სამართავი. MSF-მა პირველად დაიწყო ტუბერკულოზის მკურნალობა ქვეყანაში 1999 წელს და შეამჩნია რა რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევათა მატება 2007 წელს ძალისხმევა მიმართა რეზისტენტული ტუბერკულოზისკენ.
ქართველებში ტუბერკულოზი უმეტესად მიიჩნევა ციხის დაავადებად, რაშიც არის სიმართლის მარცვალი.
ოთარ გუჯეჯიანი, აბასთუმანის ტუბერკულოზის საავადმყოფოს პაციენტი)
ოთარ გუჯეჯიანი 2009 წელს დააპატიმრეს. „მაშინ ტუბერკულოზს სერიოზულად არავინ მიიჩნევდა, და ის სულ უფრო და უფრო ვერაგი ხდებოდა“ გვითხრა მან. ციხიდან გათავისუფლების მერე ოთარი აბასთუმანში გაგზავნეს, საუკონოვანი, ძველი, გრანდიოზული სანატორიუმი მესხეთის მთების რეგიონში ცნობილი თავის სუფთა და მაცოცხლებელი ჰაერით.
სანატორიუმი დღესაც ასრულებს თავის პირვანდელ მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რომ 200 ოთახიდან მხოლოდ 70 ოთახი არის შეკეთებულ მდგომარეობაში, რომ მოემსახუროს პაციენტებს. აქ MSF 2014 წლიდან მუშაობს.
აბასთუმანში, გუჯეჯიანის მსგავსად კიდევ რამდენიმე პაციენტი იზიარებს მის გამოცდილებას.
კალე მანტკავას პირველად ტუბერკულოზის დიაგნოზი 1987 წელს დაესვა და პირველი მკურნალობაც გაიარა, თუმცა უშედეგოდ. „1993 წელს გამასამართლეს“ ამბობს მანტკავა და იქვე აგრძელებს, რომ ციხეში 18-თვიანი მეორე მკურნალობა ჩაიატარა, ამ დროს უკვე მას რეზისტენტული ტუბერკულოზი ჰქონდა განვითარებული.
კალე მანტკავა თავის ოთახში, აბასთუმანის ტუბერკულოზის საავადმყოფო
ციხიდან 1997 წელს გაათავისუფლეს და 15 წლის მანძილზე ტუბერკულოზის ნიშნები არ უგრძვნია.
ბოლოს აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მკურნალობა წარმატებული არ ყოფილა. 2011 წელს დაეწყო ხველა და ფილტვებში მდგომარეობა გაუარესდა.
ტუბერკულოზს „ჭლექს“ ეძახდნენ- სახელი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნელ, მტანჯველ პროცესთან არის დაკავშირებული. „თავიდან თითქმის ყველა პაციენტი ფიქრობს, რომ დაავადებას ადვილად გაუმკლავდება, რადგანაც არ აწუხებთ ტკივილები. მაგრამ, მათ არ იციან რამდენად ვერაგია ეს დაავადება“. ამბობს კალე მანტკავა.
თითქოსდა მუდმივი სიცხე, სისხლნარევი ხველა და ნელა განვითარებული სისუსტე არ იყოს საკმარისი, წამლებია და არა სიმპტომები, რომლებიც ყველაზე მეტად აშინებთ პაციენტებს. ჩვეულებრივი ტუბერკულოზი მოითხოვს ექვსთვიან მკურნალობას ოთხი ანტიბიოტიკით. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი კი განსხვავებულია.
ვინაიდან „პირველი რიგის“ ანტიბიოტიკები არაეფექტურია, ექიმებმა უნდა მიმართონ უფრო ძველ, ტოქსიურ და ნაკლებად ეფექტურ წამლებს, რომლებიც ტუბერკულოზის ბაქტერიებისთვის ახალია-ჩაუსაფრდე მტერს და შეებრძოლო ბლაგვი იარღით.
პირველ რიგში არის აბები: პაციენტმა შეიძლება მიიღოს 14,600-მდე აბი მკურნალობის მანძილზე. გვერდითი მოვლენები ყველასთან ინდივიდუალურია, მაგრამ მათგან ყველა იტანჯება.
პაციენტმა მკურნალობის განმავლობაში შეიძლება 14,600 ტაბლეტი მიიღოს
პაციენტი: ახმედ ხოჯავა (მარცხნივ) და ნუგზარ პაპაშვილი (მარჯვნივ) ღებულობენ მკურნალობას ‘უშუალო მეთყვალყურეობის ქვეშ“ (DOT) რადგანაც სტაციონარული პაციენტები იმყოფებიან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, თბილისი (დედაქალაქი), საქართველო.
შემდეგ მოდის ინექციები. ძალიან ხშირად პაციენტთა უმრავლესობა იღებს მტკივნეულ საინექციო მედიკამენტებს ყოველ დღე. ხანდახან შეიძლება დღეში ორჯერაც გაკეთდეს გადასხმები, რომელთა შეყვანას საათები სჭირდება. საქართველოს არა აქვს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველყოს პაციენტის ბინაზე მკურნალობა, შედეგად პაციენტებს უწევთ საავადმყოფოში დღეში ორჯერ ვიზიტი.
ბევრი პაციენტი დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში სიარულს ანდომებს. ამ პერიოდში ისინი მიღებული ინტრავენული გადასხმის ზეგავლენისაგან გამოდიან, რაც მათ ფიტავთ, ასევე უვითარდებათ გვერდითი მოვლენები- გამონაყარი, გულისრევის შეგრძნება და ყურებში გამაყრუებელი შუილი.
ჩვენს კითხვაზე თუ როგორ ეხმარება (კონსულტაციები) პაციენტებს ასეთი მძიმე მკურნალობის დაწყებისას, ზურა ჯიქიამ, რომელიც მუშაობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, გვიპასუხა: “ჩემი აზრით ეს დაავადება ცხრა-თავიან ურჩხულს ჰგავს. თუ ერთს გამოვტოვებთ, ის თავიდან ვითარდება. ამას რომ შეებძროლო, შინაგანად ძლიერი უნდა იყო."
ექიმი იზა ჯიქია (მარცხნივ) და ნინი ძიძიკაშვილი (ცენტრში) ამოწმებენ პაციენტის რენტგენის სურათს ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, თბილისში. ახალი მედიკამენტები პაციენტებს უფრო ოპტიმისტურ განწყობას უქმნიან რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მხრივ „რა თქმა უნდა პაციენტები უფრო დიდ იმედებს ამყარებენ ახალ მედიკამენტებზე, ვიდრე იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი წინა მკურნლობის დროს ღებულობდნენ, ახალი წამლებით ისინი უკეთეს შედეგებს აღწევენ“) ამბობს იზა ექიმი.
გაზრდილი იმედები ახალი მკურნალობის მიმართ: „ახლა თავს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ“
რამდენიმე წლის წინ ტუბერკულოზის სფეროში კვლევებმა დიდი ნახტომი განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ 5 დეკადის განმავლობაში ტუბერკულოზი უყურადღებოდ იყო მიტოვებული ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან, ორი ახალი მედიკამენტი ბედაქილინი და დელამანიდი ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით დაინერგა მკურნალობაში. (წამლები შემუშავებულ და წარმოებულ იქნა Janssen Pharmaceutica-სა და Otsuka Novel Products GmbH მიერ).
2015 წლიდან საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს endTB პროექტს, რაც წარმოადგენს პარტნიორობას „პარტნიორებს ჯანმრთელობისთვის“ (PIH), „ექიმები საზღვრების გარეშე“-ს (MSF), „ინტერაქტიული კვლევასა და განვითარებას“ შორის, პროექტის სპონსორია UNITAID.
პროექტი მიზნად ისახავს ბედაქილინისა და დელამანიდის წვდომას ადრეულ ეტაპზე 2600 პაციენტისთვის 14 ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით.
2016 წლის ბოლოს საქართველო გახდა პირველი იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელიც ჩაერთო endTB პროექტის კლინიკურ კვლევაში, სადაც 750 პაციენტს მიეწოდება გამარტივებული მკურნალობის რეჟიმი ახალი მედიკამენტების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის მიზნით, მაშინ როცა ხდება ძველი, ტოქსიური ანტიბიოტიკების შემცირება.
პროექტის მიზანია მოიძებნოს უფრო ხანმოკლე, ნაკლებად ტოქსიური და უფრო ეფექტური მკურნალობა. ბედაქილინისა და დელამანიდის გამოყენების ადრეული შედეგები ექიმებს თბილისში ოპტიმისტურ განწყობას უქმნის.
როგორც ამბობს ექიმი ნინო ძიძიკაშივლი: “არსებობს უფრო ეფექტური მედიკამენტები და ახალი სამკურნალო რეჟიმები, რომლებიც ამჟამად არის ხელმისავწდომი. მკურნალობის პირობები უკეთესია ვიდრე წარსულში იყო. ჩვენ გვაქვს უკეთესი შედეგების მოლოდინი“.
endTB პროექტის შედეგები გაზრდის წვდომას ახალ მედიკამენტებზე და ხელს შეუწყობს მკურნალობის უკეთეს გამოსავალს მსოფლიოში ნაციონალურ და გლობალურ გაიდლაინებზე ზემოქმედების გზით.
ამჟამად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთა 2%-ზე ნაკლებს აქვს იმედი რომ ექნება წვდომა ბედაქილინსა და დელამანიდზე. საქართველოში ახალი მედიკამენტით მკურნალობს 200 პაციენტზე მეტი.
endTB პაციენტების მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები და სურათები შეიძლება უკეთესი მომავლის ნიშანია.
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთა 2 %-ზე ნაკლებს შეიძლება ჰქონდეს ბედაქილინსა და დელამანიდზე წვდომის იმედი.
ნუგზარ პაპაშვილი
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის პაციენტი, თბილისი, საქართველო
„ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის აუტანელი ტკივილი მაწუხებდა. ექიმს ვკითხე თუ როგორ შეიძლებოდა ტკივილის შეჩერება. ერთი კვირით ერთ-ერთი (ძველი) წამლის მიღება შევწყვიტეთ და ტკივილიც გაქრა. შემდეგ ისევ დავიწყე იმ წამლის მიღება და მას მოჰყვა კუჭის და მერე კიდევ თირკმლების ტკივილი, რომელსაც გულის პრობლემებიც თან დაერთო.
ახალი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებას პრობლემები არ მოჰყოლია. ახლა თავს კარგად ვგრძნობ“
ოთარ გუჯეჯიანი
აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს პაციენტი
„ექიმმა მითხრა, რომ მკურნალობა პროგრესს განიცდის, მეც ბედნიერი ვარ. აქ მივატოვე სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლსაც ძალიან იშვიათად ვსვამ. აქ სუფთა ჰაერია, 8 დღეში 7 კილო მოვიმატე, ამით ყველა შოკშია.
გიორგი მიქავა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო
„ამ მკურნალობას უკეთესი შედეგები აქვს, თუმცა მე ჯერ ვერ გამოვჯანმრთელდი.
პირველად, როდესაც აქ მოვედი გაქცევა მინდოდა, მაგრამ, ახლა ფსიქოლოგიურად მზად ვარ, დავმშვიდდი და მზად ვარ განვაგრძო მკურნალობა.“
გოდერძი რაჯაბიშვილი
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო
“ბავშვობაში ძალიან სუსტი ვიყავი, ხშირად ვგრძნობდი თავს ცუდად, ადვილად ვცივდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აფთიაქში გავიზარდე, წამლებიც ყოველთვის მაინტერესებდა. ხშირად ვიქექებოდი ინტერნეტში, რომ რაიმე ინფორმაცია მომეპოვა წამლების შესახებ. ვიდრე ტუბ წამლებს ვღებულობ, ახლაც ყოველთვის დეტალურად ვეძებ ინფორმაციას ჩემი წამლების შესახებ.
როდესაც, პირველად მომათავსეს საავადმყოფოში, მომცეს ძალიან რთულად მისაღები წამლები. სამი თვის შემდეგ კი განვაცხადე, რომ ამ წამლების მიღებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგანაც არ იძლეოდა დადებით შედეგს.“
თეიმურაზ აჯიბა
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის
„ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თავს უკეთ ვგრძნობ ახალი წამლების მიღების შემდეგ, მისაღები ტაბლეტების რაოდენობაც შემცირებულია და ჩემი ორგანიზმიც კარგად ეგუება მათ. დელამანიდის 2 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ ვღებულობ, .
ვიკეთებ ერთ საინექციო წამალს და ვღებულობ ვიტამინებს. ჯამში 7 ტაბლეტს ვღებულობ, მანამდე იყო 17 და 18 ტაბლეტები დღეში მისაღებად.“
იულია დილებაშვილი
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო
„ დღეს ტუბეკულოზი უკვე აღარ წარმოადგენს საშიშ დაავადებას. ის განკურნებადია, თუ კარგად დაიცავი მკურნალობა.
როდესაც პირველად დავიწყე მკურნალობა, წამლებს ჩემი ორგანიზმი არ ღებულობდა, სულ პირღებინება მაწუხებდა. შემდეგ ექიმმა წამალი შემიცვალა და ბედაქილინი დამინიშნა. მის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, მხოლოდ კალციუმი მაქვს ცოტათი დაბალი.“
ფოტოგრაფი: დარო სულაკაური